სულ რამდენიმე წუთის წინ, ქართულმა გვერდმა Geo Team-მა გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.
ლივერპულსა და ვალენსიას შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება, ფეხბურთელი მერსისაიდულ მხარეს გაეფორმებინა და იჯარით ბორნმუთში გაეშვა, სანამ ალისონი გუნდიდან წავიდოდა.
ქართველმა მეკარემ ამ წინადადებაზე უარი თქვა. გიორგი მამარდაშვილს იჯარით ბორნმუთში თამაში არ სურს.
Geo Team-ის ინფორმაციით, 23 წლის მეკარე მიიჩნევს, რომ იჯარით ბორნმუთში ყოფნას, საიჯარო წესით კვლავ ვალენსიაში დარჩენა სჯობს.
- დაწერა ქართულმა გვერდმა.