ისევ უღიმღამოდ - გიორგი მიქაუტაძეს ტულუზასთან დაბალი შეფასება დაუწერეს » სპორტის ხაზი

ისევ უღიმღამოდ - გიორგი მიქაუტაძეს ტულუზასთან დაბალი შეფასება დაუწერეს

ისევ უღიმღამოდ - გიორგი მიქაუტაძეს ტულუზასთან დაბალი შეფასება დაუწერეს
29-09-2024, 18:35
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში გიორგი მიქაუტაძის ლიონი ტულუზას მასპინძლობს და 75-ე წუთისთვის ანგარიში 1:1-ია.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფორვარდმა შეხვედრა სასტარტო თერთმეტეულიდან დაიწყო, თუმცა მიქაუტაძეს საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა ისევ არ მიუღია.

ლიონის დამრიგებელმა გიორგი მინდორზე 68 წუთის განმავლობაში გააჩერა, შემდეგ კი სათადარიგოთა სკამიდან თამაშში ლაკაზეტი ჩაერთო.

რაც შეეხება ქართველის შეფასებას, მას 6.1 სარეიტინგო ქულა დაუწერეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება გახლავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი