მადრიდის "ატლეტიკომ" გააუქმა მექსიკელი მომღერლის, დანა პაოლას, კონცერტი, რომელსაც "რეალისა" და "ატლეტიკოს" დაპირისპირების დროს უნდა ემღერა.
მედია მიზეზად, პაოლას გამოხატულ პირდაპირ პოზიციას ასახელებს, იგი "რეალის" გულშემატკივარია და დაპირისპირებაშიც მადრიდელების გამარჯვება იწინასწარმეტყველა.
მადრიდული დერბი კვირას, 29 სექტემბერს, 23:00 საათზე ვანდა მეტროპოლიტანოზე გაიმართება.