რეალ მადრიდის ბრაზილიელ შემტევს, ვინისიუს ჟუნიორს უკვე შეატყობინეს, რომ ოქროს ბურთს მიიღებს - ინფორმაციას ამის თაობაზე ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.
აღნიშნულ ფაქტს ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ლოთარ მათეუსიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვინისიუსი ამ ჯილდოს არ იმსახურებს.
"ვინისიუსის ოქროს ბურთი? - პირველი, ვისაც ეს ჯილდო ეკუთვნის, როდრია, მეორე ადგილს ბელინგემი იკავებს, ბრაზილიელი კი მესამეა", - განაცხადა მათეუსმა.
შეგახსენებთ, 2023/24 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიალი 28 ოქტომბერს გაიმართება.