ოქროს ბურთის ცერემონიალის დღეც დადგა | დეტალები » სპორტის ხაზი

ოქროს ბურთის ცერემონიალის დღეც დადგა | დეტალები

ოქროს ბურთის ცერემონიალის დღეც დადგა | დეტალები
17-10-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

2022 წლის ოქროს ბურთის ცერემონიალი დღეს, 17 ოქტომბერს, 22:30-ზე ჩატარდება და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მოთამაშე არა კალენდარული წლით, არამედ სეზონური მიღწევებით შეფასდება. გარდა ამისა, წლევანდელი ოქროს ბურთის ცერემონიალი კიდევ ერთ უნიკალურ შემთხვევას ითვალისწინებს: 2005 წლის შემდეგ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ნომინანტთა შორის ლეო მესის ვერ ვნახავთ.

ოქროს ბურთის ცერემონიალის დღეც დადგა | დეტალები


როგორც იცით, ჯილდოს მოგების მთავარი კანდიდატი კარიმ ბენზემაა, რომელმაც გასული სეზონის 46 შეხვედრაში 44 გოლი გატანა, რასაც 15 საგოლე გადაცემაც დაურთო. ფრანგმა ფორვარდმა მადრიდის "რეალთან" ერთად "ჩემპიონთა ლიგა", "ლა ლიგა" და ესპანეთის სუპერთასი მოიგო, რაც მარტივად გვაფიქრებინებს იმას, რომ "რეალის" 9-იანი თავის პირველ ოქროს ბურთის მოგებასთან ძალიან ახლოსაა. გარდა მამაკაცთა ოქროს ბურთისა, ცერემონიალი მოიცავს ქალების ოქროს ბურთს, გერდ მიულერის, კოპას, სოკრატესის ჯილდოებსა და წლის კლუბის გამოვლენას.



შეგახსენებთ, რომ 18:30-ზე მოთამაშეთა რეიტინგის გამოქვეყნება დაიწყება, 21:50-ზე კი წითელი ხალიჩის ცერემონიალი აიღებს სათავეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი