გერმანიის ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატია ჯგუფურ ეტაპზე რჩება. აღნიშნულ ფაქტს ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, ლოთარ მათეუსიც ეხმაურება:
"გუნდი კარგად მომზადებული არ ყოფილა და ეს შეცდომა მწვრთნელს უნდა დავაბრალო, მიუხედავად იმისა, რომ ჰანს ფლიკი აქამდე არასდროს გამიკრიტიკებია.
პირადად ჩემთვის, მისი კანდიდატურა გერმანიის ნაკრების მწვრთნელად მისაღებია, თუმცა, პირველ თამაშში ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო, რომ სხვაგვარად მოქცევაც შეიძლებოდა.
მრავალი ცვლილება, განსაკუთრებით მარჯვენა მცველის და თავდამსხმელის პოზიციაზე იყო ჯგუფიდან ვერ გასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისგან განსხვავებით, გუნდმა კარგად ითამაშა, თუმცა ეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა."