24 სექტემბერს გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდი ინგლისის თასზე პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტის შეხვდება, მატჩი 22:45-ზე დაიწყება.
აი, რა თქვა ქართველმა დიდი მატჩის წინ:
ვის გამოვარჩევდი მათი გუნდიდან? კონკრეტულად ვერავის, რადგან ყველანი საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშეები არიან. საფრთხეს თითოეული მათგანისგან უნდა ველოდოთ.
მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ იქნება მეტოქე, მე მაინც ბოლომდე უნდა დავიხარჯო. ალბათ, მეორე ნომრად მოგვიწევს თამაში. ვეცდები, რომ მანჩსტერ სიტისთან კარგი ფეხბურთი ვაჩვენო.
- თქვა ჩაკვემ.