პეპ გვარდიოლა: "თუ არსენალზე რამეს ვიტყვი, თქვენ მეტყვით, რომ ვთამაშობ" » სპორტის ხაზი

პეპ გვარდიოლა: "თუ არსენალზე რამეს ვიტყვი, თქვენ მეტყვით, რომ ვთამაშობ"

პეპ გვარდიოლა: "თუ არსენალზე რამეს ვიტყვი, თქვენ მეტყვით, რომ ვთამაშობ"
20-09-2024, 19:56
Aa Aa
გაზიარება:

22 სექტემბერს პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება მანჩესტერ სიტისა და არსენალს შორის ეტიჰადზე შედგება, ამ მატჩის შესახებ კი მედიაში პეპ გვარდიოლას კომენტარი გავრცელდა.

ყოველ ახალ სეზონში არსენალი იმაზე ძლიერი ხდება, ვიდრე იქამდე იყო. მიუხედავად ამისა, თუ მე მათზე რამეს ვიტყვი, თქვენ მეტყვით, რომ კვლავ გონებრივად ვთამაშობ და რაღაცებს ვხლართავ, არადა ამაში ძლიერი საერთოდ არ ვარ.

- თქვა პეპმა.

სიტიმაც და არსენალმაც შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშეს და მოგება არცერთს ჩაუწერია. პეპის ბიჭებმა ქულა ინტერთან აიღეს, არსენალი კი ბერგამოში ატალანტას დაუზავდა.

რაც შეეხება პრემიერ ლიგის ცხრილს, აქ სიტი უდანაკარგოა. მანჩესტერელები პირველ პოზიციაზე 12 ქულით არიან, ხოლო "მეთოფეები" მე-2 ადგილს 10 ქულით იკავებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი