ახალი მიღწევა - რა რეკორდი დაამყარა კრისტიან სტუანიმ ჩემპიონთა ლიგაზე » სპორტის ხაზი

ახალი მიღწევა - რა რეკორდი დაამყარა კრისტიან სტუანიმ ჩემპიონთა ლიგაზე

ახალი მიღწევა - რა რეკორდი დაამყარა კრისტიან სტუანიმ ჩემპიონთა ლიგაზე
19-09-2024, 15:40
Aa Aa
გაზიარება:

Opta-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 37 წლის კრისტიან სტუანიმ ჩემპიონთა ლიგაზე ახალი რეკორდი დაამყარა.

როგორც ვკითხულობთ, XXI საუკუნეში ჟირონას ურუგვაელი თავდამსხმელი ზემოაღნიშნული ტურნირის ყველაზე ასაკოვანი დებიუტანტი გახდა!

გარდა ამისა, დაიწერა ისიც, რომ აბსოლუტური რეკორდის მფლობელი ოლიმპიაკოსის ტასოს მიტროპულოსია, რომლის დებიუტიც 1997 წელს 40 წლის ასაკში შედგა.

ცნობისთვის, ჟირონამ სადებიუტო შეხვედრა გუშინ გამართა, მეტოქე კი პარი სენ-ჟერმენი გახლდათ, რომელთანაც კატალონიელები ბოლო წუთებზე დასანანად დამარცხდნენ, - 1:0.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი