მონაკო - ბარსელონა | ფლიკისა და კატალონიელთა ახალი ეპოქა » სპორტის ხაზი

მონაკო - ბარსელონა | ფლიკისა და კატალონიელთა ახალი ეპოქა

მონაკო - ბარსელონა | ფლიკისა და კატალონიელთა ახალი ეპოქა
19-09-2024, 15:32
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მონაკოს ესტუმრება, სადაც კატალონიელები მქუხარე სიტყვის თქმას საერთაშორისო დონეზეც შეეცდებიან.

ბარსელონა 2024/2025 წლების სეზონის ლა ლიგის ერთადერთი კლუბია, რომელსაც ხუთიდან ხუთივე შეხვედრა აქვს მოგებული და გათამაშების ცხრილს 15 ქულით ლიდერობს.

ფაქტია, ჰანსი ფლიკი ბარსაში მაგრად იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებს ტრავმიანობა ისევ აწუხებთ, თითქოს ეს პრობლემა გერმანელი სპეციალისტისთვის არაფერს ნიშნავს, რადგან მის ხელში ჯერ კიდევ მოუმწიფებელი ბავშვებიც კი ზღაპრულ ფეხბურთს თამაშობენ.

სხვათა შორის, პრესეზონის მოსამზადებელ ეტაპზე ფლიკის ბარსამ ყველაზე უსამივნო მარცხი სწორედ მონაკოსთან განიცადა, - 0:3, მას შემდეგ კი ბლაუგრანა აშკარად აღმავლობის გზას ადგას.

თავის მხრივ, მშვენივრად გამოიყურება მონაკოც, რომელიც ლიგა 1-ის ტოპ 3 კლუბშია მოქცეული. მონეგასკები მესამე პოზიციას 10 ქულით იკავებენ და ეჭვგარეშეა, რომ ისინი მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი ფავორიტები იქნებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი