როგორც ჩანს, ლონდონის ჩელსის ხელმძღვანელობა ფეხბურთელთა ულიმიტო შეძენით დაიღალა და ახლა მათ გასხვისებაზე აქვს თვალი დადგმული.
უცხოური მედია აქტიურად წერს, რომ ტოდ ბოელის მიხაილო მუდრიკოს გაყიდვა აქვს გადაწყვეტილი, რომლითაც ფრანგული მარსელია დაინტერესებული.
მიუხედავად იმისა, რომ ჩელსიმ უკრაინელში 100 მილიონამდე გადაიხადა, ფაქტია, მუდრიკი პრემიერ ლიგაში თავისი თავის აჩრდილია და კლუბის მფლობელთა მოთმინების ფიალას ავსებამდე აღარაფერი უკლია.
სხვათა შორის, იწერება ისიც, რომ მუდრიკის ტრანსფერით მიუნხენის ბაიერნიცაა დაინტერესებული, რომელიც ვენსან კომპანისთან ერთად ახალ ეპოქას ხმაურიანად იწყებს.