ახალი ფორმატის ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი გამართა ტურინის იუვენტუსმა, რომელმაც პეესვეს სოლიდური სხვაობით, 3:1 მოუგო.
ეინდჰოვენელებმა ერთადერთი გოლი ბოლო წუთზე გაიტანეს, დანარჩენი დროის განმავლობაში კი მუდმივად იუვენტუსი დომინირებდა, რომელმაც დამსახურებული 3 ქულა აიღო და გათამაშების ცხრილის სათავეში ასტონ ვილასთან ერთად მოექცა.
ტიაგო მოტას გუნდის შემადგენლობაში გოლები კენან ილდიზმა, ნიკო გონსალესმა და უესტონ მაკკენიმ გაიტანეს, პეესვედან კი იუვეს კარი საიბარიმ აიღო.
ცნობისთვის, იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას ლაიფციგის წინააღმდეგ 2 ოქტომბერს გამართავს.