ჯუღელი: "რომ არა ეს ფაქტი, ხვიჩა ახლა ამ გრანდის ფეხბურთელი იქნებოდა" » სპორტის ხაზი

ჯუღელი: "რომ არა ეს ფაქტი, ხვიჩა ახლა ამ გრანდის ფეხბურთელი იქნებოდა"

ჯუღელი: "რომ არა ეს ფაქტი, ხვიჩა ახლა ამ გრანდის ფეხბურთელი იქნებოდა"
12-09-2024, 13:50
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო აგენტმა, მამუკა ჯუღელმა გასულ წელს განაცხადა, რომ ქართველი შემტევი ძალიან ახლოს იყო იუვენტუსში გადასვლასთან.

"იუვენტუსთან გვქონდა წინასწარი შეთანხმება, მაგრამ შემდეგ ტურინელთა ყოფილი სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი ტოტენჰემში წავიდა. იცით, რომ ისინი ჩემპიონატში მე-4 ადგილზე გავიდნენ, სპორტული დირექტორის გარდა, მწვრთნელი, ანდრეა პირლოც წავიდა.

პარატიჩი რომ არ წასულიყო, დღეს ხვიჩა იუვენტუსის ფეხბურთელი იქნებოდა. პარატიჩის მისი "ტოტენჰემში" წაყვანაც სურდა, მაგრამ იჯარით და ამიტომ, უარი ვთქვით. ხვიჩამ დაამტკიცა, რომ საიჯარო ფეხბურთელი არ არის
", - განაცხადა ჯუღელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი