"მათთან წინასწარი შეთანხმება გვქონდა" - კვარას აგენტი სხვა იტალიურ კლუბზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"მათთან წინასწარი შეთანხმება გვქონდა" - კვარას აგენტი სხვა იტალიურ კლუბზე საუბრობს

"მათთან წინასწარი შეთანხმება გვქონდა" - კვარას აგენტი სხვა იტალიურ კლუბზე საუბრობს
27-04-2023, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო აგენტმა, მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ ის ძალიან ახლოს იყო „იუვენტუსში“ ტრანსფერთან.

"იუვენტუსთან" გვქონდა წინასწარი შეთანხმება, მაგრამ შემდეგ ტურინელთა ყოფილი სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი "ტოტენჰემში“ წავიდა. იცით, რომ ისინი ჩემპიონატში მე-4 ადგილზე გავიდნენ, სპორტული დირექტორის გარდა, მწვრთნელი, ანდრეა პირლოც წავიდა.

პარატიჩი რომ არ წასულიყო, დღეს ხვიჩა "იუვენტუსის" ფეხბურთელი იქნებოდა. პარატიჩის მისი "ტოტენჰემში" წაყვანაც სურდა, მაგრამ იჯარით და ამიტომ, უარი ვთქვით. ხვიჩამ დაამტკიცა, რომ საიჯარო ფეხბურთელი არ არის. "

"მილანმაც“ მოითხოვა ინფორმაცია, მქონდა კონტაქტი სპორტულ დირექტორ რიკი მასარასთან, თუმცა "მილანში" უბრალოდ ფიქრობდნენ, შეთავაზება არ ყოფილა.

მხოლოდ "ნაპოლი" იჩენდა სერიოზულ ინტერესს და წინადადებაც მივიღეთ, ამიტომ საბოლოოდ კონტრაქტი მათთან გავაფრომეთ. ხვიჩა კვარაცხელია ბედს იტალიაში მიჰყავდა
", - განაცხადა ჯუღელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი