მარტინ ოდეგორმა ერთა ლიგის უკანასკნელ შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო და მინდორი ნაადრევად აცრემლებულმა დატოვა.
როგორც დღეს გაირკვა, ლონდონის არსენალისა და ნორვეგიის ნაკრების ნახევარმცველს დაზიანება ტერფის არეში აქვს მიღებული, რის გამოც მარტინი ლონდონში ყავარჯნებით დაბრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არსენალის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი მინიმუმ 1 თვეს იუქმებს, რაც არტეტას გუნდისთვის უდიდესი დარტყმა იქნება.
მარტინ ოდეგორმა შარშანდელ პრემიერ ლიგის სეზონში არსენალის მაისურით 8 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.