ეს მასტერკლასია, სხვა რა შეიძლება ვთქვათ? საქართველოს ნაკრებმა სრული დომინაციით ითამაშა და ჩეხეთს თბილისში ჯოჯოხეთი მოვუწყვეთ!
ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა საწყისი 10 წუთით ოდნავ გვანერვიულა, თუმცა შემდეგ მატჩის სადავეები ხელში აიღო და ისტორიული გამარჯვებაც ჩაიწერა.
ნაკრებიდან გოლები კვარაცხელიამ, ჩაკვეტაძემ, მიქაუტაძემ და ქოჩორაშვილმა გაიტანეს, თავად კი მე-80 წუთისკენ ერთადერთი ბურთი მივიღეთ.
საბოლოოდ საქართველომ ჩეხეთს 4:1 მოუგო, საბოლოო შეფასებები კი ასეთი გახლავთ, - იხილეთ ფოტო