უნიკალური რეკორდი - გიორგი მამარდაშვილმა ქართული რეალობა შეცვალა! » სპორტის ხაზი

უნიკალური რეკორდი - გიორგი მამარდაშვილმა ქართული რეალობა შეცვალა!

უნიკალური რეკორდი - გიორგი მამარდაშვილმა ქართული რეალობა შეცვალა!
27-08-2024, 13:15
Aa Aa
გაზიარება:

როგორც Geo Team-მა დაწერა, გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ქართველმა კონტრაქტიც ოფიციალურად გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ სატრანსფერო ფასის მიხედვით, აქამდე ქართული რეკორდი გიორგი მიქაუტაძეს ეკუთვნოდა, რომელიც მეციდან ლიონში 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, რაც მამარდაშვილმა კიდევ უფრო უკეთესობისკენ შეცვალა.

გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ ქართველ ფეხბურთელებში ყველაზე მეტი, 35 მილიონი ევრო გადაიხადეს, რაც ქართული ფეხბურთის აბსოლუტური რეკორდია.

ცნობისთვის, ინგლისურმა კლუბმა ქართველი მეკარის ტრანსფერი ოფიციალურად შესაძლოა დღესვე გამოაცხადოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი