ჯონათან ტა "ბარსელონაში" გადავა? - კატალონიელებს დაცვაში პრობლემები აქვთ » სპორტის ხაზი

ჯონათან ტა "ბარსელონაში" გადავა? - კატალონიელებს დაცვაში პრობლემები აქვთ

ჯონათან ტა "ბარსელონაში" გადავა? - კატალონიელებს დაცვაში პრობლემები აქვთ
26-08-2024, 21:20
Aa Aa
გაზიარება:

"ბარსელონას" უკანა ხაზში დიდი პრობლემები აქვს, ტრავმები, გუნდიდან წასული მოთამაშეები...

სწორედ ამიტომ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბარსელონა 28 წლის "ლევერკუზენის" ცენტრალურ მცველ ჯონათან ტათი ინტერესდება და ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მომდევნო დღეებში კლუბის ფინანსური მდგომარეობა როგორი იქნება.

ბარსელონას დაცვის ხაზში პრობლემები აქვს. გუნდი დატოვა სერხი რობერტომ, ტრავმირებულები არიან რონალდ არაუხო და კრისტენსენი.

ფლორიან პლატენბერგის ინფორმაციით, მხარეებს შორის პირველადი კომუნიკაცია შედგა.

თავის მხრივ, 28 წლის ტას გერმანულ კლუბთან ხელშეკრულება 2025 წლის ივნისამდე აქვს და გახანგრძლივებას არ ჩქარობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი