იტალიელმა კომენტატორმა, ანტონიო დი ჯენარომ ნაპოლის დამრიგებელს ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო პოზიციასთან დაკავშირებით რჩევა მისცა.
ხვიჩა კვარაცხელიას ცენტრში თამაში არ მოსწონს, რადგან ქართველი ფეხბურთელი ფლანგზე თამაშსაა მიჩვეული, რაც კონტემ უნდა გაითვალისწინოს.
გარდა ამისა, ხვიჩა არც შემტევი ნახევარმცველია. ნაპოლის ახლა ისეთი ფეხბურთელის დამატება სჭირდება, რომელიც ფუნდამენტურ როლს შეასრულებდა.
- თქვა დი ჯენარომ, რომელსაც თავის დროზე იტალიის ნაკრებში აქვს ნათამაშები.