ხორვატიის ეროვნულმა ნაკრებმა გამოაქვეყნა განაცხადი ერთა ლიგაზე, პორტუგალიასთან და პოლონეთთან გასამართი სექტემბრის მატჩებისთვის.
24-კაციან სიაში მოხვდა „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი, რომელიც 9 სექტემბერს 39 წლის გახდება.
ხორვატი ლეგენდა აღნიშნული ერთა ლიგის შეხვედრების გარდა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზეც მიიღებს მონაწილეობას.
როგორც ცნობილია, მოდრიჩი ოცნებობს, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზოს.