"რეალის" ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი სამშობლოში საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
მისი უშუალო კონკურენტი მატეო კოვაჩიჩი გახლდათ, რომელიც "მანჩესტერ სიტის" ღირსებას იცავს, მაგრამ ლუკას ამ ტიტულის მოპოვებაში ბადალი არ ჰყავს.
კერძოდ, 38 წლის ნახევარმცველმა საუკეთესო ხორვატი ფეხბურთლის წოდება ზედიზედ მე-8-დ მოიგო.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლუკას ეს ტიტული სულ 12-ჯერ აქვს მოგებული.
მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 2 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. ყველა ტურნირზე მოდრიჩმა 45 მატჩი ჩაატარა და ესპანეთის ჩემპიონის ტიტულიც მოიგო. იგი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადება.