არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და "ინტერის" შემტევმა, ლაუტარო მარტინეზმა, კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა.
ინტერსა და კაპიტანს შორის დადებული ახალი ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდე იქნება.
26 წლის არგენტინელი მილანურ კლუბს 2018 წელს არგენტინული "რასინგიდან" 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ შემოუერთდა.
ლაუტარო ინტერთან ერთად ორგზის სერია ა-ს ჩემპიონია და მასზე გასულ სეზონში 42 შეხვედრაში გატანილი 26 გოლი და გაკეთებული 6 საგოლე გადაცემაა.