რამდენიმე საათის წინ დადასტურდა, რომ ლაუტარო მარტინესმა ინტერთან ხელშეკრულება კიდევ 5 წლით, 2029 წლამდე გაახანგრძლივა.
როგორც დაიწერა, ხელფასის სახით არგენტინის ნაკრების ფორვარდი 9 მილიონ ევროს აიღებს, რასაც თან საბონუსე სისტემაც დაემატება.
ლაუტარო 2023/2024 წლების იტალიის ჩემპიონატის ჩემპიონი და ბომბარდირი ერთბაშად გახდა. მან სერია A-ს 33 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა.
26 წლის თავდამსხმელი ინტერში 2018/2019 წლების სეზონიდან თამაშობს, მანამდე კი ის არგენტინულ რასინგში თამაშობდა.