ლაუტარო მარტინესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბს არ შეიცვლის და კარიერას ინტერში გააგრძელებს.
ინფორმაციას ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს. წყაროს ცნობით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის უახლოეს დღეებში ახალი კონტრაქტი გაფორმდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი კონტრაქტი 2029 წლამდე იქნება გათვალისწირენებული.
ხელფასის სახით არგენტინელი წლიურად 9 მილიონ ევროსსა და ბონუსებს მიიღებს.
მარტინესი ინტერში 2018 წლის ზაფხულში გადავიდა. ჯამში ინტერის მაისურით გამართულ 282 მატჩში მის აქტივში 129 გოლი და 43 საგოლე გადაცემაა.