სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უეფამ ესპანეთის ნაკრების ორი ფეხბურთელი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
როგორც ირკვევა, უეფას მკაცრი ზომები როდრის და ალვარო მორატას შეეხო, რომლებსაც ემოციურ ნიადაგზე გაკეთებული კომენტარები არ ეპატიათ.
ევრო 2024-ის მოგების შემდეგ, მორატა დამცინავად ყვიროდა ("სად არის მუსიალა?"), როდრიმ კი მთლად პოლიტიკური განცხადება გაავრცელა ("გიბრალტარი ესპანეთია").
დაიწერა, რომ როდრიც და მორატაც ამ კომენტარების გამო 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯებიან.