"ხვიჩაზე პოსტი ემოციურ ნიადაგზე დაწერილი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია იყო", - დოლენჯაშვილის საჯარო ბოდიში » სპორტის ხაზი

"ხვიჩაზე პოსტი ემოციურ ნიადაგზე დაწერილი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია იყო", - დოლენჯაშვილის საჯარო ბოდიში

"ხვიჩაზე პოსტი ემოციურ ნიადაგზე დაწერილი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია იყო", - დოლენჯაშვილის საჯარო ბოდიში
22-11-2022, 21:57
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე მოგახსენეთ, მწერალმა თეონა დოლენჯაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც 21 წლის მოთამაშის ევროპულ სკოლაში სტუმრობის ფაქტს შეეხო და კვარაცხელია გააკრიტიკა.

მოგვიანებით, თეონამ პოსტი წაშალა და "მეტრომონთან" საუბარში, არასწორად გავრცელებული ინფორმაციისთვის ბოდიშიც მოიხადა:

"სკოლაში ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებული პოსტი, რომელიც ჩემს ფბ გვერდზე დაიდო, იყო ემოციურ ნიადაგზე დაწერილი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია. არ მიფიქრია, თუ მას ასე სწრაფად აიტაცებდნენ სააგენტოები, რადგან პოსტი მალევე წაიშალა. რადგან ბავშვების დიდი აჟიოტაჟის გამო სკოლაში შეიქმნა უკონტროლო სიტუაცია, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, კვარა აივნიდან მისალმებოდა ბავშვებს.

გარდა ამისა, ეს იყო ვირუსებისგან დაცვის პრევენციით გამოწვეული. კვარაცხელია სკოლაში დაცვით არ მისულა და სიტუაციურად იმოქმედა სკოლამაც და ფეხბურთელმაც ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვიდან გამომდინარე. ბოდიშს ვიხდი არასწორი ინფორმაციის დადებისთვის. სასურველია, თუ ეს ინფო წაიშლება, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არასწორია და სიმართლეს არ შეესაბამება
" - განუცხადა თეონა დოლენჯაშვილმა მეტრონომს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი