ნაპოლი ახალი სეზონისთვის მზადებას დატვირთულად განაგრძობს. ანტონიო კონტეს გუნდმა ამხანაგური მატჩი ალბანურ ეგნატიას 4:0 მოუგო.
ხვიჩა კვარაცხელიამ კონტეს ფორმაციის ნაპოლიში პირველი და თანაც ულამაზესი გოლი გაიტანა, იტალიელმა სპეციალისტმა კი მატჩის შემდეგ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
კვარამ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა! სტილი, რომლის დამკვიდრებასაც ნაპოლიში ვცდილობ, მისნაირ ფეხბურთელებს გაბრწყინებაში კიდევ უფრო ეხმარება, რამაც ხვიჩას კარგი მატჩის ჩატარებაში შეუწყო ხელი.
- თქვა კონტემ.
ცნობისთვის, ნაპოლი თავის მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ფრანგული ბრესტის წინააღმდეგ 31 ივლისს გამართავს.