საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება და პორტუგალიელებს გელზერკირხენში, ფელტინს არენაზე, ოთხშაბათს, 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე შეხვდება.
პორტუგალიის ნაკრებისთვის აღნიშნული დაპირისპირება დიდ დატვირთვას არ ატარებს, რადგან მარტინესის გუნდს ჯგუფში პირველი ადგილი და მომდევნო ეტაპის საგზური განაღდებული აქვს.
მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, პორტუგალიური გამოცემა, ABOLA საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს და წერს, რომ ბრუნო ფერნანდეში, ბერნარდუ სილვა, კანსელუ და პეპე დღევანდელი მატჩის ძირითად შემადგენლობაში არ იქნებიან.
ამ ფეხბურთელების გარდა ვიცით ისიც, რომ საქართველოს წინააღმდეგ ძირითადი შემადგენლობიდან მატჩს კრიშტიანო რონალდო დაიწყებს.