ჩელსის ფეხბურთელი: "პორტუგალია საქართველოს 2:0-ს მოუგებს" » სპორტის ხაზი

ჩელსის ფეხბურთელი: "პორტუგალია საქართველოს 2:0-ს მოუგებს"

ჩელსის ფეხბურთელი: "პორტუგალია საქართველოს 2:0-ს მოუგებს"
25-06-2024, 09:54
Aa Aa
გაზიარება:

ლონდონის ჩელსის ყოფილმა ფეხბურთელმა, კრის სატონმა კომენტარი 26 ივნისის შეხვედრაზე გააკეთა, სადაც ერთმანეთს საქართველო და პორტუგალია დაუპირისპირდებიან.

სატონი თვლის, რომ ქართველებს პირველ ორ შეხვედრაში ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ, თუმცა მესამე წრის შეხვედრას მაინც პორტუგალიელები მოიგებენ:

საქართველო პირველ თამაშებში ცუდი ნამდვილად არ ყოფილა. ისინი ყველა შეხვედრაში მაქსიმუმს აკეთებენ და ჩეხეთთან ქულის სახით ბონუსი მიიღეს. მიუხედავად ამისა, მგონია, რომ პორტუგალიას საერთოდ სხვა ხარისხის და კვალიფიკაციის გუნდი ჰყავს, რის გამოც ისინი საქართველოს 2:0-ს დაამარცხებენ.

- თქვა სატონმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო პორტუგალიის დამარცხების შემთხვევაში პლეიოფის საგზურს მოიპოვებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი