საქართველო-თურქეთის მატჩამდე 1 დღით ადრე, თურქეთის ნაკრების ფეხბურთელმა, იუსუნ აკგუნმა მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და განაცხადა.
ჩვენ გვინდა გავიდეთ მოედანზე და ისტორია დავწეროთ. ხარისხიანი გუნდი გვყავს. მიზნად ჯგუფიდან გასვლა დავისახეთ, მაგრამ უფრო მეტიც გვსურს.
საქართველოსთან რთული მატჩი გველის, მაგრამ აშკარად ფავორიტები ვართ. ახალგაზრდა გუნდი ვართ, ძლიერი ფეხბურთელებით, ამიტომ ვფიქრობ გავიმარჯვებ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთის ნაკრებები ერთმანეთს 18 ივნისს, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაუპირისპირდებიან.