ბათუმის დინამოს პრეზიდენტი: "ვაღიარებ დანაშაულს და ბოდიშს გიხდით" » სპორტის ხაზი

ბათუმის დინამოს პრეზიდენტი: "ვაღიარებ დანაშაულს და ბოდიშს გიხდით"

ბათუმის დინამოს პრეზიდენტი: "ვაღიარებ დანაშაულს და ბოდიშს გიხდით"
1-06-2024, 10:06
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადასციპლინო კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ ბათუმის დინამოს პრეზიდენტი ორი წლის ვადით საფეხბურთო საქმიანობას ჩამოშორებულ იქნას.

ამასთან დაკავშირებით ქართულ მედიაში თავად არჩილ ბერიძის კომენტარი ვრცელდება, რომელიც შეცდომას აღიარებს და ბოდიშს საჯაროდ იხდის.

ვერდიქტი ცნობილია, გადაწყვეტილება მკაცრია და ეროვნულ ჩემპიონატზე ჩემს უფლებებს სხვას გადავაბარებ. ვის, ეს საკითხი ჯერ განიხილება. ვაღიარებ, რომ თავი ვერ შევიკავე. საფეხბურთო საქმიანობის აკრძალვა მძიმე ვერდიქტია, მაგრამ გადავაჭარბე და ჩემს საქციელს არც ადამიანურად და არც სპორტულად არ ვამართლებ.

სადისციპლინო კომიტეტის განხილვაში ვმონაწილეობდი, მსაჯებთან ბოდიში მოვიხადე და ახლა იგივეს საჯაროდაც გავიმეორებ.

- თქვა არჩილ ბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ბერიძემ ბათუმის დინამოსა და იბერია 1999-ის მატჩის მსვლელობისას ოფიციალურ პირებს სიტყვიერი, ხოლო ერთ-ერთ მსაჯს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ბერიძე მკაცრად დაისაჯა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი