არჩილ არაბიძე : "ჩემს საქციელს ვერ გავამართლებ" » სპორტის ხაზი

არჩილ არაბიძე : "ჩემს საქციელს ვერ გავამართლებ"

არჩილ არაბიძე : "ჩემს საქციელს ვერ გავამართლებ"
31-05-2024, 21:35
Aa Aa
გაზიარება:

დისციპლინარების მკაცრი ვერდიქტი – ბათუმის დინამოს პრეზიდენტმა საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ფეხბურთს ორი წლით ჩამოაშორა.

"ვერდიქტი ცნობილია, გადაწყვეტილება მკაცრია და ეროვნულ ჩემპიონატზე ჩემს უფლებებს სხვას გადავაბარებ. ვის, ეს საკითხი ჯერ განიხილება. ვაღიარებ, რომ თავი ვერ შევიკავე. საფეხბურთო საქმიანობის აკრძალვა მძიმე ვერდიქტია, მაგრამ გადავაჭარბე და ჩემს საქციელს არც ადამიანურად და არც სპორტულად არ ვამართლებ. სადისციპლინო კომიტეტის განხილვაში ვმონაწილეობდი, მსაჯებთან ბოდიში მოვიხადე და ახლა იგივეს საჯაროდაც გავიმეორებ." – ამბობს არჩილ ბერიძე.

შეგახსენებთ იმას, რომ ეროვნულ ლიგაში ბათუმის დინამოსა და თბილისის იბერია 1999-ს შორის 19 მაისის მატჩი ინციდენტით დასრულდა. კომიტეტმა შეისწავლა შეხვედრის დასრულების შემდეგ მომხდარი ფაქტები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი