ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, მისმა ყოფილმა მწვრთნელმა, კერძოდ იური სიომინმა ისაუბრა, რომელიც კვარას ჯერ კიდევ მაშინ წვრთნიდა, როდესაც ის მოსკოვის "ლოკომოტივში" თამაშობდა:
"ხვიჩას ვუყურებ და ვხვდები, რომ ის ყველაფერს აკეთებს თავისი ოცნების ასახდენად. ჩემი აზრით, მოვა დრო, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას მადრიდის რეალის მაისურით ვიხილავთ. ახლა კვარაცხელია ნაპოლიში ფანტასტიკურად გამოიყურება, რაც გატანილ გოლებში აისახება. რაც ყველაზე მთავარია, სპალეტის მისი სჯერა, ეს კი უმნიშვნელოვანესი ამბავია." - იური სიომინი.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის პირველი უცხოური კლუბი სწორედ მოსკოვის "ლოკომოტივი" იყო, სადაც ხვიჩამ მხოლოდ 1 სეზონი გაატარა.