ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურის შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ რაიო ვალეკანოს უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების მეკარის ანგარიშზე ჯამურად 1 მოგერიება გახლდათ, საბოლოო შეფასებიდან გამომდინარე კი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
აი, როგორ შეაფასა გიორგის გამოსვლა ვალენსიას დამრიგებელმა:
"გიორგი მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ის არის მეკარე, რომელიც გვიცავს. მისი დონე ძალიან მაღალია, არა მხოლოდ დღეს, არამედ მთელი სეზონის განმავლობაში ასეა და გაგვიმართლა, რომ ჩვენთანაა", - თქვა რუბენ ბარახამ.