გუშინდელ ლა ლიგის შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ კარლო ანჩელოტის რეალს ქულები წაართვა, - 2:2.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების კარის დარაჯს ჯამურად 3 მოგერიება ჰქონდა (ერთ-ერთი ძალიან კარგი ჯუდ ბელინგემზე), საბოლოო შეფასება კი 6.8 გახლდათ.
აი, რა თქვა ვალენსიას დამრიგებელმა მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის შესახებ:
"შეგვეძლო ანგარიში 3:1 გაგვეხადა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე გიორგიმ 2:2 თავიდან აგვარიდა. ბოლომდე გვჯეროდა, შანსიც გვქონდა, ორჯერ პეტერ გონსალესს შეეძლო გოლის გატანა, პენალტიც დაინიშნა, რომელიც საბოლოოდ გააუქმეს. ძალიან კარგად ვითამაშეთ ისეთი დიდი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც რეალია", - თქვა ბარახამ