"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არტეტამ დაადასტურა, რომ ჟორჟინიოს "მეთოფეების" რიგებში დარჩენა მან დააძალა და მიზეზიც დაასახელა.
"დამიჯერეთ, ის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა ნებისმიერი მწვრთნელისთვის რადგანაც მისი თამაშის აღქმა და კომუნიკაციის მეთოდები უნიკალურია. იგი ბევრ ფეხბურთელს თავადვე წვრთნის.
"მისნაირი ფეხბურთელის პოვნა ძალიან რთულია. ნებისმიერს შეუძლია იგი მაგალითად გამოიყენოს და არ ინანებს", - განაცხად არტეტამ.
ცნობისთვის, იტალიელი ნახევარმცველი ახლოს იყო გუნდის დატოვებასთან, მაგრამ კონტრაქტი სულ ახლახანს გაახანგრძლივა.