მსოფლიოს ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ ჟორჟინიო ჩელსიდან არსენალში გადაბარგდა.
"ჟორჟინიო არსენალში, საქმე დახურულია. მხარეებს შორის გარიგება 12 მილიონ ევროზე შედგა. ამ მომენტისთვის ჩელსი საბუთებს იღებს და ყველაფერი მალე გაოფიციალურდება."
"მეთოფეებმა იტალიელ ნახევარმცველთან პირადი პირობები უკვე შეათანხმეს, მას კონტრაქტი 2024 წლამდე გაუფორმდება, კონტრაქტს კი მომდევნო წლამდე გახანგრძლივების ოფციაც ექნება."
"პირველი კონტრაქტი მხარეებს შორის გუშინ ღამით გაფორმდა, სამედიცინო შემოწმება კი არსენალში დღეს ჩანიშნეს, რათა ყველაფერი დაილუქოს და დასრულდეს." - წერს იტალიელი ჟურნალისტი.
სხვათაშორის, დაიწერა ისიც, რომ ჟორჟინიოს ტრანსფერში გადამწყვეტი როლი არსენალის დამრიგებელმა, მიკელ არტეტამ ითამაშა, რომელიც იტალიელი ნახევარმცველის შესაძლებლობებს ძალიან აფასებს.