ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის ჩელსის ნახევარმცველ ჟორჟინიოს სურს, რომ ნაპოლიში დაბრუნდეს.
პარალელურად, იტალიელი ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ ჟორჟინიომ ლონდონელებისგან ახალი შეთავაზება მიიღო, თუმცა, Reppublica-ს ინფორმაციით, ფეხბურთელის ამჟამინდელი პრიორიტეტი ნეაპოლური გუნდი და მისი მაისურის მორგებაა.
გარდა ამისა, საქმეში არის კატალონიის ბარსელონაც, რომელიც ასაკოვანი სერხიო ბუსკეტსის ჩამნაცვლებელს აქტიურად ეძებს, ერთ-ერთი კანდიდატი კი სწორედ ჟორჟინიოა.
შეგახსენებთ, რომ იტალიელი ნახევარმცველი ნაპოლიში 2013-2018 წლებში თამაშობდა, შემდეგ კი ლონდონის ჩელსიში გადაბარგდა.