ფეხბურთის არგენტინელი ლეგენდა 3.5 წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ მისი სიკვდილის ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ არ დადგენილა.
მის გარდაცვალებაში 8 ადამიანია ეჭვმიტანილი - ხალხი, ვინც არგენტინელს უვლიდნენ. ბრალი კი იმაში ედებათ, რომ მას სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ და სხვანაირად რომ მოქცეულიყვნენ, დიდი იყო დიეგოს სიცოცხლის შანსი.
ახალი დეტალი, რომელიც ახლახანს გასაჯაროვდა არის ის, რომ მისმა ერთ-ერთმა ექიმმა მარადონას ისეთი პრეპარატი მიაღებინა, რომელიც ორგანიზმმა ვერ მიიღო. არის ინტოქსიკაციის ვარაუდი, რომლის მიზეზიც ის გახლავთ, რომ იგი ნარკოტიკულ საშუალებებს ხშირად მიიღებდა.
თუმცა ექიმების მიმართ საქმის აღძვრა ამაზე არ მორჩენილა. ექსპერტიზისას დიეგოს 500 გრამი შარდი აუღეს, თუმცა მხოლოდ 24 გრამი გამოიკვლიეს, დანარჩენი კი უკვალოდ გაქრა. ვარაუდია იმისა, რომ დანარჩენი ნაწილი ექიმებმა თავის დაძვრენის მიზნით გააქრეს.