ჩატარდა The Best FIFA-ს დაჯილდოება, სადაც გამარჯვებული, 48 ქულით ლეო მესი გახდა, ხვიჩა კვარაცხელიამ, 7 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა. ეროვნული ნაკრებების კაპიტნების, მთავარი მწვრთნელების, სპორტის ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა.
აღნიშნული დაჯილდოება, ტიერი ანრისა და რეშიმ ჩაუდჰურის მიჰყავდათ.
ერთ-ერთ მომენტში ანრი თანაწამყვანს ოსტატურად ეხუმრა და ლონდონის "ტოტენჰემსაც" "წაკბინა". ცნობილი ფაქტია რომ "არსენალი" და "ტოტენჰემი" ერთმანეთს მტრობენ.
"მას შემდეგ, რაც მესი არ მოვიდა ცერემონიალზე, მის პრიზს საკუთარ თავზე ავიღებ - ეს ჯილდო ჩემს კარიერაში არასდროს მიმიღია. ისე, ჩემი თანაწამყვანი ტოტენჰემის ფანია, ხომ? მაშინ შეგიძლიათ პრიზსაც შეეხოთ, თქვენ, როგორც წესი, თასებთან შეხებას ვერ ახერხებთ." - თქვა ფრანგმა.