როგორც Corriere dello Sport-მა დაწერა, ნაპოლიმ ფრანგულ რენს არტურ ტეატეს ტრანსფერის შესახებ ოფიციალური წინადადება გაუგზავნა.
23 წლის ბელგიელ ცენტრალურ მცველს უკვე ეროვნულ ნაკრებშიც ეძახიან და რენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელიცაა.
ტეატეს ყველაზე დამახასიათებელი თვისება მისი მებრძოლი ხასიათი და ტემპერამენტია, რის გამოც ის საკმაოდ ხისტ, თუმდა ლიდერული თვისებების მქონე მცველად მიიჩნევა.
არტურ ტეატეს საფრანგეთის ლიგაში წასვლამდე სწორედ სერია A-ში ჰქონდა ნათამაშები, ის ბოლონიას ფეხბურთელი გახლდათ.