ვიქტორ ოსიმენი აფრიკაში მიემგზავრება - რამდენი ხნით ტოვებს კლუბს ნიგერიელი » სპორტის ხაზი

ვიქტორ ოსიმენი აფრიკაში მიემგზავრება - რამდენი ხნით ტოვებს კლუბს ნიგერიელი

ვიქტორ ოსიმენი აფრიკაში მიემგზავრება - რამდენი ხნით ტოვებს კლუბს ნიგერიელი
28-12-2023, 20:49
Aa Aa
გაზიარება:

ვიქტორ ოსიმენმა ნაპოლის სავარჯიშო ბაზა ერთი კვირით ადრე დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ფორვარდი დისკვალიფიცირებულია და მონაცასთან შეხვედრას მანიც გამოტოვებს, წესების მიხედვით მას ვარჯიშის გამოტოვების უფლება არ ჰქონდა, თუმცა გუნდმა გამონაკლისი დაუშვა.

მოგეხსენებათ, ვიქტორ ოსიმენის ნიგერიის ნაკრები აფრიკის ერთა თასზე მონაწილეობს და ფეხბურთელი გამოძახებულია, მაგრამ ერთი კვირით ნიგერიაში გამგზავრება საჭირო რეგლამენტით არ ყოფილა.

ყველაფრის მიუხედავად ოსიმენმა კლუბს სთხოვა გაეშვა, რათა ერთი კვირა ოჯახთან ერთად სოფელში დაისვენოს.

აფრიკის ერთა თასი იანვრიდან თებერვლამდე გაგრძელდება და ამ დროში ოსიმენი რამდენიმე მატჩს გამოტოვებს, ცნობისთვის წლევანდელ სეზონში ვიქტორმა მხოლოდ 18 მატჩი ჩაატარა და 8 გოლის გატანა მოახერხა.

რაც შეეხება ნაპოლის, პარტენოპეი წლის ბოლო შეხვედრას მონცას წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი