მიუხენის "ბაიერნის" გერმანელი ნახევარმცველი ტომას მიულერი გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩება.
ის ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს 2025 წლის ივნისამდე. შეთანხმება მიღწეულია, როგორც "cfBayern" იუწყება, მიულერი თავისუფალი აგენტის სტატუსით არ დატოვებს კლუბს. ტუხელი ასევე პირდაპირ ესაუბრა მიულერს, რადგან მას სურდა მისი დარჩენა.
შეგახსნებთ, რომ იგი რეკორდმაისტერის რიგებში 2008 წელიდან ირიცხება. მიმდინარე სეზონში კი ყველა ტურნირზე ერთად 14 შეხვედრაში 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს.