"ხეტაფესთან" (0:3) განადგურების შემდეგ, "სევილიამ" მთავარი მწვრთნელი დიეგო ალონსო თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ურუგვაელმა სპეციალისტმა კლუბი ოქტომბერში ჩაიბარა.
მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 13 მატჩი გამართა, საიდანაც 2-ჯერ მოიგო, 5 შემთხვევაში მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 6-ჯერ გუნდმა მოედანი დამარცხებულის სტატუსით დატოვა.
ცნობისთვის, ამჟამად "სევილია" ესპანური ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-16 პოზიციაზეა.