როგორც ესპანური სპორტული პრესა წერს, “ბარსელონას“ ფლანგის მცველი მარკოს ალონსო ზამთარში კატალონიურ გუნდს დატოვებს.
მის მიმართ ინტერესს არაბული გუნდები იჩენენ, ბარსელონას კი მისი გაყიდვა დაახლოებით 5 მილიონ ევროდ უნდა.
ალონსო მადრიდის “რეალის“ აღზრდილია, თუმცა სამეფო გუნდში მას არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია.
“ბარსელონაში“ ესპანელი ფეხბურთელი 2022 წლის ზაფხულში გადავიდა. “ბარსელონას“ მაისურით ალონსომ 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის გატანაც შეძლო.