როგორც "Il Messaggero" იუწყება, მანჩესტერ "იუნაიტედი" ინტერესდება იტალიური "ლაციოს" მეკარით ივან პროვედელით. მათ იტალიელი მეკარის დამატება იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე სურთ.
თუმცა, რომაელები მეკარეში მინიმუმ 30 მილიონს ითხოვენ. ინგლისური კლუბი კი მზადაა აღნიშნული თანხის გადასახდელად.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის იტალიელმა მეკარემ მიმდინარე სეზონში კარი მშრალად 6 - ჯერ დაიცვა. ჩემპიონთა ლიგაზე კი გოლის გატანა მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ შეძლო.