ნიკოლოზ ბასილაშვილი სეულში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირის ნახევარფინალში იყო, სადაც ფრანგ ესკოფიერს უნდა შეხვედროდა.
ეს უკანასკნელი ტრავმის გამო გათამაშებას ჩაეხსნა, შესაბამისად ქართველი ჩოგბურთელი ძალების დაუხარჯავად ფინალში აღმოჩნდა.
ფინალურ ეტაპზე ჩვენებური შეჯიბრებაზე პირველ ნომრად განთესილ იაპონელ ტარო დანიელს შეხვდება.