უკვე საკმაოდ დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილს ტიტული არ მოუგია. მიუხედავად ამისა, ქართველი ჩოგბურთელი ამის გაკეთებასთან მურსიას ჩელენჯერზე საკმაოდ ახლოს იყო, თუმცა ფინალში 19 წლის პორტუგალიელთან წააგო.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ენრიკე როშამ 3 სეტში დაამარცხა და საპრიზო ფონდი, რომელიც არც თუ ურიგო გახლავთ, სწორედ მან მიიღო, - 74 825 ევრო.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მურსიას ჩელენჯერამდე 32 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში 1000-ის მიღმა იყო, ახლა კი ქართველი სპორტსმენი საგრძნობლად უნდა დაწინაურდეს.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტიტული 2021 წლის 2 მაისს მიუნხენში მოიგო, სადაც ის BMW Open-ის გამარჯვებული გახდა.