მადრიდის ატლეტიკოსა და ურუგვაის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, დიეგო ფორლანი ძალებს სხვა სპორტის სახეობაშიც გამოცდის.
როგორც დაიწერა, ურუგვაის ნაკრების ყოფილი ფორვარდი დიეგო ფორლანი მონტევიდეოში საჩოგბურთო ჩელენჯერში ითამაშებს, რომელიც 11-17 ნოემბერს გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის წყვილების თანრიგში არგენტინელ ფედერიკო კორიასთან ერთად ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ დიეგო ფორლანმა საფეხბურთო კარიერა 5 წლის წინ, 2019 წელს დაასრულა.