როგორ გახდა ჩემპიონი? - ავთანდილ კენჭაძეს უბრალო და მისაბაძი პასუხი » სპორტის ხაზი

როგორ გახდა ჩემპიონი? - ავთანდილ კენჭაძეს უბრალო და მისაბაძი პასუხი

როგორ გახდა ჩემპიონი? - ავთანდილ კენჭაძეს უბრალო და მისაბაძი პასუხი
1-11-2024, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა, რომლის ჩემპიონიც ქართველი ავთანდილ კენჭაძე (-79კგ) წონით კატეგორიაში გახდა.

ჩემპიონობის შემდეგ კენჭაძემ საკმაოდ უბრალო და მისაბაძი კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეძლო პირველობის მოპოვება.

რა შემიძლია ვთქვა? ძალიან ბედნიერი ვარ. ეს მხოლოდ დღევანდელი ფინალი არ არის, ეს 18 წელია, რომელიც ჭიდაობას დავუთმე. მადლობა ყველას, ვინც ჩემს წარმატებაში წვლილი შეიტანა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ ამ ამბავს, შეიძლება ეს ყველაფერი გავაფუჭო კიდეც. უბრალოდ ბედნიერი ვარ.

- თქვა ქართველმა მოჭიდავემ.

ცნობისთვის, კენჭაძემ ფინალში 13:4 ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე მაგომედ მაგომაევს აჯობა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი